top of page

დისტანციური მართლმსაჯულების განხორციელება Covid-19 პანდემიის დროს: გამოწვევები და გადაჭრის გზები - საქართველოს და საერთაშორისო გამოცდილება

დისკუსიაზე დასასწრებად გთხოვთ მიყვეთ ამ ბმულს:

 Meeting ID: 878 1190 5214 


დისკუსიაზე დასწრებამდე, წინასწარი რეგისტრაცია სავალდებულოა.


დისკუსიის დღის წესრიგი და მომხსენებელთა ბიოგრაფიები

9 დეკემბერი, 2020 წელი, 18:00 საათი

საქართველოს სამართლის ინსტიტუტი, ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისთან თანამშრომლობით და ევროკავშირისა და ევროსაბჭოს თანადაფინანსებული პროექტის - „სასამართლო რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში“ - დახმარებით, წარმოგიდგენთ საპანელო დისკუსიას - დისტანციური მართლმსაჯულების განხორციელება Covid-19 პანდემიის დროს - გამოწვევები და გადაჭრის გზები - საქართველოს და საერთაშორისო გამოცდილება.

გლობალური პანდემიის დაწყებიდან თითქმის ერთი წლის თავზე დისტანციური მართლმსაჯულების უზრუნველყოფისთვის ბევრმა სახელმწიფომ განსაზღვრა და განახორციელა IT თუ სხვა ტექნოლოგიები და მათი გამოყენების პროტოკოლები. წინამდებარე დისკუსიის მიზანია, განიხილოს, როგორ დაძლიეს პანდემიისას საქართველომ და სხვა სახელმწიფოებმა შემდეგი გამოწვევები დისტანციური მართლმსაჯულების გზით:
• მხარეებისათვის მართლმსაჯულების თანაბარი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა;
• პანდემიისას სასამართლო განხილვების საჯაროობის უზრუნველყოფა;
• სამართლიანი სასამართლოს გარანტიების უზრუნველყოფა დისტანციურ სხდომებზე.

ასევე:
• რას გვასწავლის პანდემიის შემდეგ მართლმსაჯულების დისტანციურად განხორციელებით მიღებული გამოცდილება?
• დისტანციური მართლმსაჯულება აუმჯობესებს მართლმსაჯულების ხარისხს და მის ეფექტიანობას?
• დისტანციური მართლმსაჯულება თანაბრად ხელმისაწვდომია საზოგადოების ყველა ჯგუფისთვის?

დისკუსიის სამუშაო ენა არის ინგლისური, სინქრონული თარგმანის უზრუნველყოფით.

მომხსენებლები:

ჰაროლდ ეპინიუსი - ევროპის საბჭო, CEPEJ

გიორგი ბურჯანაძე - საქართველოს სახალხო დამცველის მოადგილე

კერინ სიმონსენი - OSCE-ODHIR - სამართლის უზენაესობის ოფიცერი

რეიჩელ მურეი - პროფესორი, ბრისტოლის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ადამიანის უფლებათა აღსრულების ცენტრის დირექტორი

ფრედა გრილი - პროგრამის მენეჯერი, CEELI ინსტიტუტი

ნატალია ვუტოვა - ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი

ნათია ხანთაძე - საქართველოს სამართლის ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორი. 

%E1%83%9E%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%96%E1%
%E1%83%9E%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%96%E1%
%E1%83%9E%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%96%E1%
%E1%83%9E%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%96%E1%
%E1%83%9E%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%96%E1%
bottom of page