top of page

სასერტიფიკატო პროგრამა კორპორატიული იურისტი

პროგრამა განკუთვნილია მოქმედი იურისტებისთვის და საშალებას აძლევს მათ შეისწავლონ სასამართლო პრაქტიკაში აქტუალური კორპორატიული საკითხები, საწარმოს დაფინანსების შესაძლებლობები,
ისწავლონ კორპორატიული ტრანზაქციის დაგეგმვა, სტრუქტურირება და განხორციელება.

ლექტორები

გიორგი ჯუღელი - სამეწარმეო სამართლის ექსპერტი და საქართველოს სამართლის ინსტიტუტის გამგეობის წევრი;


ნინო ბაქაქური - საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე.


ქეთი მესხიშვილი - თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე.


დავით კაპანაძე - იურიდიული კომპანია LPA-ის პარტნიორი და საქართველოს სამართლის ინსტიტუტის გამგეობის წევრი;


თამთა ივანიშვილი - იურიდიული კომპანია BLC-ის პარტნიორი;


ქეთი ბაშინურიძე - იურიდიული კომპანია Georgian Solicitors მმართველი პარტნიორი, Solicitor of England and Wales.

შინაარსი

პროგრამა შედგება ორი მოდულისგან: მოდული I -კორპორატიული სამართლის აქტუალური სასამართლო პრაქტიკა; მოდული II - კორპორატიული ტრანზაქციის დაგეგმვა, სტრუქტურირება და განხორციელება.
მოდულები წარიმართება ერთმანეთის პარალელურად და მოიცავს შემდეგ საკითხებს:

მოდული I -კორპორატიული სამართლის აქტუალური სასამართლო პრაქტიკა
⮚ საწარმოს კაპიტალი;
⮚ კაპიტალის ცვლილება;
⮚ საწარმოს მიერ საკუთარი წილების/აქციების შეძენა;
⮚ წილი კაპიტალურ საზოგადოებაში;
⮚ საწარმოს ქონების განაწილება და კაპიტალის დაცვა;
⮚ ურთიერთობები დახურული კორპორაციის პარტნიორებს შორის;
⮚ შეზღუდული პასუხისმგებლობისა და გამჭოლი პასუხისმგებლობის ურთიერთმიმართება;
⮚ დირექტორთან დადებული ხელშეკრულება;
⮚ საწარმოს ხელმძღვანელთა ფიდუციური მოვალეობები;
⮚ დერივაციული სარჩელი;

მოდული II -კორპორატიული ტრანზაქციის დაგეგმვა, სტრუქტურირება და განხორციელება
⮚ ბიზნესის ტრანზაქციებზე მომუშავე იურისტის როლი - რისკის მიტიგაცია და დამატებითი ირებულების შექმნა;
⮚ ბიზნესის დაფინანსების წყაროები და ინსტრუმენტები;
⮚ საბანკო დაფინანსების მოპოვების მოთხოვნები და დაფინანსების სპეციფიკა;
⮚ კაპიტალის ბაზრებიდან ფინანსების მოძიება;
⮚ საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტები და საინვესტიციო ფონდების პროდუქტები;
⮚ წილის ნასყიდობისა და მოქმედი ბიზნესის ნასყიდობის ურთიერთგამიჯვნა;
⮚ წილის/ბიზნესის საფასურის განსაზღვრის ალტერნატიული მეთოდები;
⮚ ტრანზაქციის ავტორიზაცია ან შემდგომი მოწონება:
o ტრანზაქციისთვის აუცილებელი პარტნიორთა/აქციონერთა თანხმობები;
o კონკურენციის, პერსონალურ მონაცემთა დაცვისა და ფინანსური ბაზრის
საკანონმდებლო რეგულაციები ტრანზაქციის კანონმდებლობასთან შესაბამისობის თვალსაზრისით;

⮚ მოქმედი ბიზნესის ნასყიდობის ხელშეკრულების ტექსტის შედგენა:
o მყიდველის მიერ ნასყიდობის საგნის სათანადო გამოკვლევა (due diligence);
o გამყიდველის საგარანტიო განცხადებები (representations and warranties);
o გამყიდველის მიერ ინფორმაციის გამჟღავნების სტანდარტი (standard of disclosure);
o მყიდველის სასარგებლოდ დაკვალიფიცირებული საგარანტიო განცხადებები;
o გამყიდველის მიერ ზიანის ანაზღაურების გარანტიები (indemnities).
o სხვაობა საგარანტიო განცხადებების დარღვევასა და მოტყუებით დადებულ გარიგებას (misrepresentation) შორის;
o გამყიდველის ინტერესების დამცველი სტანდარტული მუხლები;

⮚ ტრანზაქციაში სხვადასხვა მიმართულების სპეციალიზირებული იურისტების ჩართვა:
o ინტელექტუალური საკუთრების, ნოუ-ჰაუს და კონფიდენციალური ინფორმაციის, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და სოფთ სისტემების, შრომისა და საპენსიო სამართლის იურისტების კონსულტაცია.
o შემზღუდავი დათქმები ნოუ-ჰაუსა და კონფიდენციალური ინფორმაციის დაცვის მიზნით; შრომით და ბიზნეს ურთიერთობებში კონკურენციის შემზღუდავი დათქმები;

⮚ მოქმედი ბიზნესის ნასყიდობისას - მოთხოვნების დათმობა და ვალის გადაკისრება, მესამე პირებთან დადებული კონტრაქტების ტრანსფერის სპეციფიკა;
⮚ კერძო კაპიტალის ფონდების (Private equity funds) როლი წილისა და ბიზნესის ნასყიდობაში;
⮚ მენეჯმენტის მიერ კომპანიის საკონტროლო პაკეტის ან მოქმედი ბიზნესის გამოსყიდვა (Management buy-outs);
⮚ საგადასახადო სამართლის გავლენა ტრანზაქციის სახისა და სტრუქტურის არჩევისას.

პროგრამის ხანგრძლივობა

პროგრამა დაიწყება 2021 წლის იანვარში. თითო მოდული გრძელდება 12 კვირა. მსმენელებს შეუძლიათ ოირვე მოდულის პარალელურად გავლა, ასეთ შემთხვევაში კვირაში გაიმართება ორი შეხვედრა, თუ მსმენელი ერთ-ერთ მოდულს აირჩევს კვირაში გაიმართება ერთი შეხვედრა. შეხვედრის ხანგრძლივობა 3 საათი.

პროგრამაში მონაწილეობა

პროგრამაში მონაწილეობა შეუძლიათ, როგორც ადვოკატთა ასოციაციის წევრებს, ასევე სხვა პრაქტიკოს იურისტებს. პროგრამაში მონაწილეობა ასევე შეუძლიათ სამართლის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებს. პროგრამაში მონაწილეობის მსურველი უნდა ფლობდეს ინგლისურ ენას B2 დონეზე.
პროგრამის წარმატებით დასრულებისას მონაწილეები მიიღებენ კორპორატიული იურისტის სერტიფიკატს.

პროგრამაში მონაწილეობის პირობები

პროგრამის ერთი მოდულის საფასური შეადგენს თვეში 700 ლარს. პროგრამა გრძელდება 3 თვე. ერთი ორგანიზაციიდან პროგრამაში 3 და მეტი ადამიანის მონაწილეობის შემთხვევაში თითო მონაწილისთვის გადასახდელი თანხა შემცირდება 15%-ით.
პროგრამაში მონაწილეობა შესაძლებელია საფასურის გადახდის საფუძველზე. ონლაინ რეგისტრაციის ბოლო ვადაა 2020 წლის 11 დეკემბერი. მონაწილეობის საფასურის 50%-ის დაფარვა უნდა მოხდეს 2020 წლის 18 დეკემბრის ჩათვლით. საფასურის წინსწრებით სრულად დაფარვის შემთხვევაში მონაწილე ისარგებლებს 5%-იანი შეღავათით.
N.B. მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია და პროგრამაში მონაწილეობის მსურველების მიღება მოხდება first come, first served პრინციპით. რეგისტრაცია დასრულებულად ჩაითვლება მხოლოდ ონლაინ რეგისტრაციისა და მონაწილეობის საფასურის გადახდის შემდეგ.

კონტაქტი

დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით: ქეთი ღოღობერიძე, საქართველოს სამართლის ინსტიტუტის ფინანსური და ადმინისტრაციული მენეჯერი, 591 07 78 78; ელ-ფოსტა: k.ghoghoberidze@gli.edu.ge

%E1%83%9E%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%96%E1%
%E1%83%9E%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%96%E1%
%E1%83%9E%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%96%E1%
%E1%83%9E%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%96%E1%
%E1%83%9E%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%96%E1%
bottom of page