top of page

სასერტიფიკატო პროგრამა საერთაშორისო ბიზნესის სამართლის იურისტი

რეგისტრაცია


ონლაინ რეგისტრაციის ბოლო ვადაა 2020 წლის 30 დეკემბერი.  

პროგრამა საშუალებას აძლევს იურისტებს შეისწავლონ პრაქტიკაში ყველაზე ფართოდ გავრცელებულ საერთაშორისო ბიზნეს გარიგებები და დაეუფლონ საერთაშორისო ბიზნეს გარიგებების ხელშეკრულებათა შედგენის ტექნიკას. პროგრამის დასრულების შემდეგ იურისტები შეძლებენ საერთაშორისო ბიზნეს გარიგებებში დამკვიდრებული ხელშეკრულებების დამოუკიდებლად შედგენას.

ლექტორები

პროგრამას უძღვებიან ადვოკატები დავით კაპანაძე, არჩილ გიორგაძე და გიორგი სვანაძე

შინაარსი

პროგრამის მსმენელები შეისწავლიან შემდეგ ხელშეკრულებებს:
⮚ საერთაშორისო ნასყიდობის ხელშეკრულება - სტრუქტურა და საერთაშორისო დოკუმენტაცია;
⮚ საერთაშორისო ნასყიდობის ხელშეკრულება და მასთან დაკავშირებული სამართლებრივი დოკუმენტები: დოკუმენტური აკრედიტივი, ზედნადები (კონოსამენტი)
⮚ გადაზიდვის ხელშეკრულება
⮚ შუამავლობის ხელშეკრულება
⮚ ფრენშაიზინგის ხელშეკრულება
⮚ სადისტრიბუციო ხელშეკრულება
⮚ საერთაშორისო სესხის ხელშეკრულება
⮚ საერთაშორისო წილის ნასყიდობა
⮚ პარტნიორთა შეთანხმებები ერთობლივი საწარმოებისთვის (Joint Venture Shareholder Agreement)
⮚ საინვესტიციო ხელშეკრულებები

პროგრამის ხანგრძლივობა

პროგრამა გრძელდება 12 კვირა. შეხვედრები იმართება კვირაში 1 დღე, 3 საათი.

მონაწილეობა

პროგრამაში მონაწილეობის მსურველები უნდა ფლობდნენ ინგლისურ ენას B 2 დონეზე. პროგრამაში მონაწილეობა შეუძლიათ, როგორც ადვოკატთა ასოციაციის წევრებს, ასევე სხვა პრაქტიკოს იურისტებს. პროგრამაში მონაწილეობა ასევე შეუძლიათ სამართლის საბაკალავრო პროგრამის დამამთავრებელი კურსის სტუდენტებს.

პროგრამის წარმატებით დასრულებისას მონაწილეები მიიღებენ საერთაშორისო ბიზნესის სამართლის იურისტის სერტიფიკატს.

საფასური

პროგრამაში მონაწილეობა შესაძლებელია საფასურის გადახდის საფუძველზე. პროგრამა გრძელდება 3 თვე, ერთი თვის ღირებულება შეადგენს 600 ლარს. ერთი ორგანიზაციიდან 3 და მეტი ადამიანის მონაწილეობის შემთხვევაში თითოეული მონაწილისთვის გადასახდელი თანხა შემცირდება 10%-ით. მონაწილეობის საფასურის 50%-ის დაფარვა უნდა მოხდეს 2020 წლის 5 იანვრის ჩათვლით. საფასურის წინსწრებით სრულად დაფარვის შემთხვევაში მონაწილე ისარგებლებს 5%-იანი შეღავათით.

კონტაქტი

დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით: ქეთი ღოღობერიძე, საქართველოს სამართლის ინსტიტუტის ფინანსური და ადმინისტრაციული მენეჯერი, 591 07 78 78; ელ-ფოსტა: k.ghoghoberidze@gli.edu.ge

N.B. მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია და პროგრამაში მონაწილეობის მსურველების მიღება მოხდება first come, first served პრინციპით. რეგისტრაცია დასრულებულად ჩაითვლება მხოლოდ ონლაინ რეგისტრაციისა და მონაწილეობის საფასურის გადახდის შემდეგ.

%E1%83%9E%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%96%E1%
%E1%83%9E%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%96%E1%
%E1%83%9E%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%96%E1%
%E1%83%9E%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%96%E1%
%E1%83%9E%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%96%E1%
bottom of page