top of page

COVID-19 პანდემია და შრომითი ურთიერთბები სამართლებრივი გამოწვევები და გადაჭრის გზები

13 ივლისი, 2020 წელი


ღია ამფითეატრი, STAMBA HOTEL

COVID-19 პანდემია გლობალური სოციალური, ეკონომიკური და სამართლებრივი გამოწვევაა. საქართველო სხვა ქვეყნების მსგავსად პირველ ნაბიჯებს დგამს ამ გამოწვევის საპასუხოდ. სხვა ქვეყნების მსგავსად, საქართველოში პანდემიამ ათასობით ადამიანის და ასობით კომპანიის ბედზე ნეგატიური ზეგავლენა იქონია. მრავალი ადამიანი, იურისტი და კომპანია დადგა სრულიად ახალი სახის შრომით-სამართლებრივი გამოწვევების წინაშე, რომლებზეც არსებულ რეგულაციებსა და სასამართლო პრაქტიკაში პასუხი რთულად მოიძებნება. ამასთან იურისტებისთვის გლობალური გამოწვევაა მართლმსაჯულების სისტემის შეზღუდული მუშაობა, რაც კიდევ უფრო ართულებს დროულად და ეფექტიანად წამოჭრილი პრობლემების გადაჭრას. პასუხების მოძიებისათვის საუკეთესო გზა ამ გამოწვევებზე მსჯელობა და გამოცილდების ურთიერთგაზიარებაა.

კონფერენცია საშუალებას აძლევს იურისტებს მოისმინონ მოხსენებები შრომით ურთიერთობებზე COVID-19 პანდემიის სამართლებრივი გავლენის შესახებ, გაეცნონ საქართველოში წამოჭრილ შრომით სამართლებრივ პრობლემებს და გამოწვევებს და გაიზიარონ საერთაშრისო გამოცდილება თუ როგორ პასუხობენ სხვადასხვა ქვეყნები აღნიშნულ გამოწვევებს.

მომხსენებლები

თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე, ქეთევან მესხიშვილი; შრომის სამართლის ექსპერტი, ზაქარია შველიძე

კონფერენციის თემები

COVID-19 პანდემიიდან გამომდინარე გამოწვევები შრომით-სამართლებრივი ურთიერთობებში
- თანამშრომელთა როტაცია, სამუშაო დრო და შრომის ანაზღაურება;
⮚ COVID-19 პანდემიიდან გამომდინარე გამოწვევები შრომით-სამართლებრივი ურთერთბებში
- ანტი-დისრკიმინაციული პერსპექტივა;
⮚ COVID-19 პანდემიის შედეგად შრომითი ურთიერთობის შეჩერება
- დროებითი შრომისუუნარობა და შვებულება;
⮚ COVID-19 პანდემიის შედეგად შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა
- ხელშეკრულების შეცვლილი გარმოებებისადმი მისადაგებისა და ფორს მაჟორის ურთიერთგამიჯვნა
- ლოკაუტი- შრომით-სამართლებრივ ურთიერთობებში
⮚ COVID-19 პანდემიიდან გამომდინარე შრომით-სამართლებრივი აქტუალური საკითხები
- საერთაშორისო პერსპექტივა

%E1%83%9E%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%96%E1%
%E1%83%9E%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%96%E1%
%E1%83%9E%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%96%E1%
%E1%83%9E%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%96%E1%
%E1%83%9E%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%96%E1%
bottom of page