top of page

არჩილ გიორგაძე

პროგრამა საერთაშორისო ბიზნესის სამართლის იურისტი

არჩილ გიორგაძე არის MG Law Office- ის პარტნიორი და დამფუძნებელი.
არჩილის საქმიანობის სფეროები მოიცავს ენერგეტიკის სამართალს, კორპორატიულ სამართალს, ფასიან ქაღალდებს, საბანკო საქმეს და ფინასებს, საინვესტიციო საქმიანობას, არბიტრაჟს და სამართალწარმოებას.
არჩილის კონსულტირების სფეროებია ზოგადი კორპორატიული საკითხები, ადგილობრივ და ტრანსსასაზღვრო შერწყმისა და შეძენის ოპერაციები, რთული კომერციული საკითხები, უცხოური ინვესტიციები, პროექტის დაფინანსებისა და რეგულირების საკითხები, ასევე კომერციული არბიტრაჟი. იგი გამოცდილია ეროვნული კანონებისა და რეგულაციების ანალიზში, სახელშეკრულებო ჩარჩოების შემუშავებაში, და პოტენციურ ინვესტორებთან და სამთავრობო უწყებებთან მოლაპარაკებებში, საჯარო კერძო პარტნიორობაზე.

არჩილი არის საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი და საერთაშორისო სავაჭრო პალატის საარბიტრაჟო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე საქართველოში.

არჩილი ფლობს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის ბაკალავრის ხარისხს და ჰარვარდის და ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტების სამართლის სკოლის მაგისტრის ხარისხს.

bottom of page