top of page

ეკატერინე ლომთათიძე

გამგეობის წევრი

ეკატერინე ლომთათიძეს აქვს ადამიანის უფლებების სფეროში მუშაობის მრავალფეროვანი გამოცდილება. იგი წლების განმავლობაში მუშაობდა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მთავარ სამართლებრივ მრჩევლად (2008-2012), საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის სამართლებრივ მრჩევლად (2012-2013) და ევროკავშირის პროექტის “საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის მხარდაჭერა” ანალიტიკოსად (2013-2014). 2017-2018 წლებში ის იყო ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტის აკადემიური დირექტორი. 2018 წლიდან ეკატერინე არის ადამიანის უფლებათა ევროპული სამართლის ექსპერტი, ევროკავშირის სასამართლოს მხარდაჭერის პროექტში (EU4Justice). ის აგრეთვე ჩართული იყო სხვადასხვა კვლევით და საგანმანათლებლო პროექტში კონსულტანტად.
ეკატერინეს განათლება მიღებული აქვს თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტში (იურიდიული ფაკულტეტი), ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტსა (ადამიანის უფლებების სამაგისტრო პროგრამა) და კოლუმბიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლაში (სამართლის მაგისტრი).

bottom of page