top of page

თამთა ივანიშვილი

პროგრამა კორპორატიული იურისტი, ლექტორი

თამთა ივანიშვილი იურიდიული ფირმა BLC-ის პარტნიორია. იგი არის საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი, ბიზნესის რეაბილიტაციის და გადახდისუუნარობის პრაქტიკოსთა ასოციაციის გამგეობის წევრი.

თამთას საქმიანობის სფეროები მოიცავს ზოგად კორპორატიულ საკითხებს, კაპიტალის ბაზრებს, დაფინანსების ალტერნატიულ წყაროებს, ადგილობრივ და ტრანსსასაზღვრო შერწყმისა და შეძენის ტრანზაქციებს, საერთაშორისო ბიზნეს და კომერციულ ხელშეკრულებებს, უცხოური ინვესტიციებსა და რეგულირებად სფეროებს, ადგილობრივი და საერთაშორისო ელემენტის მქონე სასამართლო დავებს და კომერციული და საინვესტიციო არბიტრაჟს.

თამთა ფლობს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ბაკალავრის ხარისხს და ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის (ბუდაპეშტი - უნგრეთი) სამართლის მაგისტრის ხარისხს.

bottom of page