top of page

ნათია ხანთაძე

აღმასრულებელი დირექტორი

ნათია ხანთაძე არის საქართველოს სამართლის ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორი და თანადამფუძნებელი. იგი არის თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის სამართლის სკოლის დამფუძნებელი დეკანი (2009-2018). იგი იყო ბიზნესის სამართლის ეროვნული ცენტრისა (2011-2018) და ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტის (2014-2018) სამეთვალყურეო საბჭოების წევრი, შემდგომ კი დირექტორი (2018- 2019).

ნათია წლების განმავლობაში მუშაობდა ევრო საბჭოს კორუ-ფციასთან ბრძოლის პროექტის (G-PAC) იურიდიულ მრჩეველად,რომელიც ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა და სამა-რთლებრივ საკითხთა დირექტორატის ეგიდით ხორციელდე-ბოდა. 2019 წლიდან ნათია არის ეუთოს მართლმსაჯულების დამოუკიდებლობის კიევის რეკომენდაციების განახლებისთვის შექმნილ ექსპერტთა ჯგუფის წევრი, ასევე 2007-2008 წლებში იყო საქართველოს მთავრობის საფინანსო კანონმდებლობის რეფორმის სამუშაო ჯგუფის წევრი.

ნათიას მაგისტრის ხარისხი მიღებული აქვს საჯარო სამართა-ლში გერმანიის ფედერალურ ადმინისტრაციულ უნივერსიტე-ტში (შპაიერი, გერმანია), იგი ასევე ფლობს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ეკონომიკისა და სამართლის გერმანულენოვანი ფაკულტეტის სამართლისა და ეკონომიკის ბაკალავრის ხარისხს.

bottom of page